Monday, July 13, 2015
Sunday, June 28, 2015
ტრენინგის მეცხრე დღე:
ტრენინგის
მეცხრე დღეს გავეცანით მერვე მოდულს,გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს,კოლეგებისათვის მოვაწყვეთ პრეზენტაცია,მოვახდინეთ უკუკავშირი. შევაფასეთ ინტელის სასწავლო კურსი. და აი დასრულდა’’ინტელის სასწავლო კურსის“ „პროექტზე
დაფუძნებული სწავლება ტექნოლოგიებით„ .ყოველი დღე გამორჩეული
იყო.განვიხილეთ 8მოდული. ვისწავლეთ პროექტის
გეგმის შედგენა, სასწავლო ნიმუშების შექმნა,მოსწავლეთა პროექტების დაგეგმვა, დაგეგმვა მოსწავლეთა
წარმატებებისათვის,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს
ჩვენება.ქალბატონი დიანა, მოდულების
განხილვის შემდეგ გვაძლევდა
დავალებებს,შემდეგ მეცადინეობაზე ვაფასებდით
ჩვენს მიერ შესრულებულ
დავალებებს, ერთმანეთს ვაძლევდით შენიშვნებს,
რჩევებს გასაუმჯობესებლად და დაშვებულ შეცდომებს
ვასწორებდით. ვახდენდით უკუკავშირს გავარკვიეთ
პროექტით სწავლება რამდენად
დაეხმარება მოსწავლეებს 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების ათვისებაში და სააზროვნო
უნარებს განვითარებაში.შევქმენით ბლოგები, ვისწავლეთ ბლოგზე
მუშაობა. ტრენინგის ყველა დღე სიახლეებით იყო სავსე.
ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა საუკეთესო საშუალებაა
ჩემი პროფესიული ზრდისთვის.
ვფიქრობ ჩემი შემდეგი პროექტები
უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება
მოსწავლეებისათვის. გმადლობთ, თქვენ,
ქალბატონო დიანა! მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და კორპორაცია "ინტელს"
ტრენინგის პირველი-მეორე დღე.
გავიხსენე ვორდში მუშაობის ,უნარ-ჩვევები. გავეცანი ელ.წიგნს,საინტერესო იყო პროექტის შექმნისა და დაგეგმვის მეთოდები. მადლობელი ვარ ქალბატონი ტრენერის, რომელიც მოთმინებითა და რუდუნებით გვაცნობდა თითოეულ საკითხს,მათ შორის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.შევქმენით ბლოგერი.მოუთმენლად ველოდები ახალი მეცადინეობის დაწყებას.

Subscribe to:
Posts (Atom)