Sunday, June 28, 2015

ტრენინგის  მეცხრე  დღე:
  ტრენინგის   მეცხრე   დღეს გავეცანით  მერვე მოდულს,გადავხედეთ  სასწავლო პროექტის  პორტფოლიოს,კოლეგებისათვის  მოვაწყვეთ  პრეზენტაცია,მოვახდინეთ  უკუკავშირი.  შევაფასეთ  ინტელის  სასწავლო კურსი.  და აი   დასრულდა’’ინტელის  სასწავლო კურსის“  „პროექტზე  დაფუძნებული  სწავლება  ტექნოლოგიებით„    .ყოველი  დღე  გამორჩეული  იყო.განვიხილეთ  8მოდული. ვისწავლეთ  პროექტის  გეგმის  შედგენა, სასწავლო  ნიმუშების შექმნა,მოსწავლეთა  პროექტების დაგეგმვა, დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებებისათვის,ფასილიტაცია  ტექნოლოგიებით,  სასწავლო პროექტის  პორტფოლიოს  ჩვენება.ქალბატონი  დიანა,  მოდულების  განხილვის  შემდეგ   გვაძლევდა  დავალებებს,შემდეგ  მეცადინეობაზე   ვაფასებდით  ჩვენს  მიერ  შესრულებულ  დავალებებს, ერთმანეთს  ვაძლევდით  შენიშვნებს,   რჩევებს  გასაუმჯობესებლად  და  დაშვებულ  შეცდომებს  ვასწორებდით.  ვახდენდით უკუკავშირს   გავარკვიეთ  პროექტით  სწავლება  რამდენად  დაეხმარება  მოსწავლეებს  21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევების  ათვისებაში და  სააზროვნო  უნარებს  განვითარებაში.შევქმენით  ბლოგები, ვისწავლეთ  ბლოგზე  მუშაობა. ტრენინგის  ყველა  დღე  სიახლეებით  იყო  სავსე. ინტელის  სასწავლო  კურსის  შესწავლა       საუკეთესო  საშუალებაა   ჩემი  პროფესიული  ზრდისთვის.    ვფიქრობ  ჩემი  შემდეგი  პროექტები  უფრო  საინტერესო  და  მიმზიდველი  იქნება  მოსწავლეებისათვის.  გმადლობთ,  თქვენ,  ქალბატონო  დიანა!  მადლობა  მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ეროვნულ  ცენტრს და  კორპორაცია  "ინტელს"
ტრენინგის  მერვე  დღე
გავეცანით მეშვიდე მოდულს. მასწავლებელი  ფასილიტატორი-სასწავლო პროცესის  დამხმარე. ვიმუშავეთ  ფასილიტაციის რესურსების  შექმნაზე,რაც  ჩემი  აზრით  ძალზე  მნიშვნელოვანია  პროექტებით  სწავლების  დროს . ქალბატონო  დიანა! კიდევ  ერთხელ გმადლობთ, ასეთი  გულისხმიერი  დამოკიდებულებისათვის.
ტრენინგის  მეშვიდე  დღე
პროექტზე   მუშაობისას  გამოიკვეთა,რომ   ბევრი  სიახლეა  ჩვენი  შემდგომი  მუშაობისათვის. ავიმაღლე    ინტერნეტსივრცეში  მუშაობის  უნარ-ჩვევები .გავეცანი მე-5  და მე-6 მოდულებს.შ ეფასების ფორმებსა და დიფერენცირებული  სწავლების მიდგომებს.გავეცანი  ვირტუალურ ფლეშ ბარათს  drive.google.com
ტრენინგის  მეექვსე  დღე
ტრენინგის  მეხუთე  დღე
კიდევ ერთხელ  გავაანალიზეთ ზოგადი,თემატური და თემატური კითხვები,შეფასების  სხვადასხვა მეთოდები. გავიღრმავე  საავტორო  უფლებების  შესახებ  ცოდნა.გავეცანი უკუკავშირის  მეთოდებსა  და სახეებს.საინტერესო  იყო  პროექტის  პრეზენტაცია  პაუერ  პოინტში.
ტრენინგის  მეოთხე  დღე:გაფართოვდა  ჩვენი  ცოდნის  არეალი:გავეცანით  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებს,რომელიც  ეხმარება  მოსწავლეებს ჩართულობაში.სიახლე  იყო   ზოგადი,თემატური და  შინაარსობრივი  კ  ითხვები.    გავეცანით  შ ეფასების  5სტრატეგიას.ყოველივე  ეს  სათანადოდ დამეხმარება  პროექტის  შექმნაში.